G7: ვართ ერთიანები, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პუტინმა ომში ვერ გაიმარჯვოს
დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ონლაინ სამიტი გამართეს, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრო.
ონლაინ სამიტის შედეგად დიდი შვიდეულის წევრები შეთანხდნენ, რომ უარს იტყვიან რუსულ ნავთობზე, ასევე, კიდევ უფრო გაამკაცრებენ ეკონომიკურ სანქციებს და გაზრდიან უკრაინის ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას.
ერთობლივ განცხადებაში წევრები გამოთქვამენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. პრეს-რელიზში საუბარია უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის გლობალურ ეკონომიკურ შედეგებზეც და იმ ზომებზეც, რომელსაც წევრი სახელმწიფოები ვლადიმირ პუტინის ინიცირებული სამხედრო აგრესიით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად მიიღებენ.
"ჩვენ ვართ ერთიანები ძალისხმევაში, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ამ ომში ვერ გაიმარჯვოს. ეს ჩვენი ვალია მათი ხსოვნის წინაშე, ვინც მეორე მსოფლიო ომში მშვიდობისთვის იბრძოდა. ჩვენ ვალდებულები ვართ გავაგრძელოთ ბრძოლა თავისუფლებისთვის უკრაინის ხალხის, ევროპისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის".