გაერო: ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში 1611 სამოქალაქო პირი დაიღუპა

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მშვიდობიანი მოსახლეობაში მსხვერპლმა 1611 პირს მიაღწია, ნათქვამია გაეროს განახლებულ ანგარიშში.

დაღუპულ მშვიდობიან უკრაინელებს შორის 131 ბავშვია, დაჭრილი სამოქალაქო მოსახლეობის რაოდენობა კი 2227 ადამიანს აღწევს.

24 თებერვლის შემდეგ დონეცკის და ლუჰანსკის ტერიტორიაზე, რომელსაც უკრაინის მთავრობა აკონტროლებს, 425 პირია დაღუპული.

დონბასის ოკუპირებულ ნაწილში ომს სულ 67 პირი ემსხვერპლა.

მშვიდობიანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საარტილერიო, ზალპური ცეცხლის, საჰაერო და სარაკეტო თავდასხმების შედეგად დაიღუპა.

გაეროში აღნიშნავენ, რომ დაღუპულთა რეალური რაოდენობა გაცილებით უფრო დიდი უნდა იყოს, თუმცა ანგარიშში მხოლოდ დადასტურებული და გადამოწმებული შემთხვევები მოხვდა.

მსგავსი სიახლეები