გაერო: უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლმა 2665-ს გადააჭარბა
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლმა 2 665-ს გადააჭარბა, ხოლო დაჭრილების რაოდენობა 3 000-ზე მეტია, წერია გაეროს განახლებულ ანგარიშში.
დაღუპული უკრაინელებიდან 200-მდე ბავშვია.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის განცხადებით, დაღუპულების რეალური მაჩვენებელი გაცილებით უფრო მაღალია, თუმცა ომის პირობებში მონაცემების დაზუსტება შეფერხებულია.
მშვიდობიან მოსახლეობაში ყველაზე დიდი მსხვერპლი დონბასის რეგიონზე მოდის, სადაც ომს 2 690 ადამიანი შეეწირა.
ანგარიშის თანახმად, მშვიდობიანი პირები ძირითადად საარტილერიო და ზალპური ცეცხლით დაბომბვისას დაიღუპნენ, რომლებიც სამოქალაქო და სამხედრო სამიზნე ობიექტებს ვერ არჩევენ.