საიდუმლო დოკუმენტებით უკრაინას ანტი-საჰაერო რაკეტების მარაგი ეწურება
ქსელში გაჟონილი პენტაგონი საიდუმლო დოკუმენტების მიხედვით რუსეთმა შესაძლოა პირველად მიიღოს უპირატესობა ჰაერში, ამის მიზეზი ის არის, რომ უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების მარაგი ეწურება.
ინფორმაციას ამის შესახებ გაჟონილი დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე Washington Post ავრცელებს.
ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით უკვე მაისში შესაძლოა უკრაინამ სრულად ამოწუროს რაკეტების მარაგი საბჭოთა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებითვის. ამავე დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ საბჭოთა БУК და C-300-ის ტიპის სისტემები საშუალო და შორ მანძილზე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვი 89%-ს უზრუნველჰყოფს.
საიდუმლო დოკუმენტის მიხედვით БУК-ების რაკეტების მარაგი მარტის ბოლოსთვის უნდა ამოწურულიყო, ხოლო C-300-ის მასისთვის. გარდა ამისა უკრაინას არ აქვს ან თითქმის არ აქვს ჰაერი-ჰაერის ტიპის სისტემები.
დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული IRIS T-ის ან NASAMS-ის ტიპის სიტემები შეზღუდულია რაოდენობაში და მათი გამოყენება მხოლოდ კონკრეტული ობიექტების დასაცავად არის შესაძლებელი.
დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ დასავლეთის მიერ გადაცემული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები მოცულობა ვერ შეედრება რუსეთის მიერ წარმოებული სარაკეტო დარტყმების მოცულობას და მხოლოდ მათი გამოყენებით შეუძლებელი იქნება ეშელონირებული თავდაცვის გამართვა.
გამოჟონილი ინფორმაციის მიხედვით უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველთვიურად C-300-ის 200 რაკეტას, ხოლო БУК-ის 69 რაკეტას იყენებენ. შედარებისთვის NASAMS-ის და IRIS T-ის ერთობილივი მაჩვენელებელი თვეში მხოლოდ 64 რაკეტაა.
PATRIOT-ის და SAMP-T-ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები გაცილებით უფრო სრულყოფილია, თუმცა შეზღუდული რაოდენობის გამო ეს სისტემები ვერ უზრუნველჰყოფენ დაცულობის იმავე ხარისხს, რასაც C-300-ის მოქმედი 25 სისტემა.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას აქვს მცირე შესაძლებლობები ხელი შეუშალოს რუსეთის მხრიდან დომინაციის მოპოვებას საჰაერო სივრცეში. სპეციალისტების აზრით, ეს ხელს შეუშლის უკრაინის არმიის მოახლოებულ კონტრიერიშს.
დოკუმენტების ავტორების აზრით, დროთა განმავლობაში უკრაინის ხელმძღვანელობას მოუწევს პრიორიტეტები არჩევა - შეზღდული შესაძლებლობების ფონზე რა ობიექტები დაიცვას.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ არსებული მარაგებით უკვე 23 მაისისთვის უკრაინა ვეღარ შეძლებს ფრონტის წინა ხაზზე მყოფი სამხედრო ნაწილების საჰაერო დაცვის უზრუნველყოფას.
აღნიშნული პრობლემის გადაჭრისთვის სპეციალისტები გამოდიან ინიციატივით გაიზარდოს C-300-ისთვის განკუთვნილი რაკეტების წარმოება და კიევმა შეცვალოს მათი გამოყენების წესი. კიევმა უნდა შეამციროს რაკეტების მოხმარება და ასევე აამუშაოს დეფექტური რაკეტების სარემონტო საამქროები. უფრო შორეულ პერსპექტივაში სპეციალისტები უკრაინისთვის საკმარისი რაოდენობის დასავლური წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდებას ემხრობიან.
უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენელის იური იჰნატის თქმით, მას არ შეუძლია გავრცელებული დოკუმენტების კომენტირება, თუმცა მან დაადასტურა, რომ უკრაინა პერიოდულად განიცდის საბჭოთა წარმოების რაკეტების უკმარისობას და განაცხადა, რომ უკრაინას სასწრაფოდ ჭირდება დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა.
კონტექსტი
ომის პირველი კვირების შემდეგ, რუსული თვითმფრინავებს და ვერტმფრენებს თითქმის არ გადაუკვეთიათ ფრონტის ხაზი - ამის მიზეზი უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მოულოდნელად მაღალი ეფექტურობა იყო.
ჰაერში უპირატესობის გარეშე რუსეთი იძულებული გახდა აქცენტი სარაკეტო დარტყმებსა და საშუალო მანძილზე მოქმედ მოიერიშე დრონებზე გაეკეთებინა. ამ ფონზე რუსული ავიაციას არ ჰქონდა შესაძლებლობა დარტყმები განეხორციელებინა უკრაინის შეიარაღებული ძალების მოძრავი კოლონების მიმართულებით.