გაზპრომი: ჩინეთისთვის მიწოდებული გაზის მოცულობა 60%-ით გაიზარდა

რუსეთის ბუნებრივი არის მონოპოლისტმა ექსპორტიორმა გაზპრომმა გასული კვარტლის გამოაქვეყნა

ანგარიშის მიხედვით, ჩინეთისთვის გაზსადენ ციმბირის ძალის გავლით მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში მიწოდებული გაზის მიწოდება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60%-ით გაიზარდა. 

ჯამურად "შორეული საზღვარგარეთის ქვეყნებში" ექსპორტის მოცულობამ 50.1 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26%-იან კლებას წარმოადგენს. 

3.7%-ით არის შემცირებული გაზპრომის მიერ შიდა ბაზრისთვის მიწოდებული გაზის მოცულობა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კომპანიამ სულ 175 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მოიპოვა, რაც წინა წლის მაჩვებელს 2.3%-ით ჩამორჩება. 

შორეული აღმოსავლეთის, ანუ ევროპის სახელმწიფოებში მიწოდებული გაზის მოცულობა რუსეთსა და ევროკავშირს შორის არნახული დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს.

რუსეთმა რუბლში ანგარიშსწორებაზე უარის გამო გაზის მიწოდება უკვე შეუწყვიტა პოლონეთს და ბულგარეთს. 

 

მსგავსი სიახლეები