გაზპრომი: გერმანიიდან ნორდსტრიმ 1-ის ტურბინის მიღება შეუძლებელია
რუსეთის სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მყოფი კომპანია გაზპრომი იუწება, რომ გერმანიიდან - რუსეთისთვის გაზსადენის ტურბინის მიწოდება შეუძლებელია, რაც ხელს შეუშლის ნორდსტრიმ 1-ის ფუნქციონირებას.
კომპანიის მიერ ტელეგრამში გავრცელებული განცხადების თანახმად, დაწესებული სანქციები ევროკავშირის, კანადისა და გაერთიანებული სამეფოს მხრიდა, აგრეთვე არსებული მდგომარეობის შეუთავსებლობა, სიმენსის საკონტრაქტო პირობებთან, ტურბინის გადმოცემას შეუძლებელს ხდის.
სავარაუდოდ, კრემლი მიზეზეს ეძებს, რომ გაზის მიწოდების შეზღუდვა გაგრძელდეს, რადგანაც გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საჭირო ტურბინის გადაცემისთვის მზად იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ გაზპრომის მიერ მომიზეზებული ტურბინა, შესაკეთებლად კანადაში იყო გაგზავნილი, რომელიც შემდეგ გერმანულ კომპანია სიმენს გადაეცა.
სანქციების მიუხედავად, დასავლური მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ტურბინა მოსკოვს გადაცენ, რათა გაზის ნორდსტრიმ 1-ის მეშვეობით გაზის მიწოდება სრულად აღდგენს, თუმცა კრემლი, სხვადასხვა მიზეზების საფუძველზე, ამ დრომდე არ სარგებლობს ამ შესაძლებლობით.
"ყველაფერი ძალიან ნათელი და მარტივია. ტურბინა აქ არის და მისი მიწოდება შესაძლებელია. უბრალოდ, ვინმემ უნდა თქვას, რომ - "მე მჭირდება", რის შემდეგაც მიწოდება ძალიან სწრაფად მოხდება" - განაცხადა ოლაფ შოლცმა, ქალაქ მიულემში ტურბინის ინსპექტირების დროს.
გერმანიის კანცლერმა ასევე გაიმეორა, რომ ტურბინის გადაცემას სამართლებრივი ბარიერები ან სანქციების რეჟიმი არ ზღუდავს.