გერმანელების 52% უკრაინისთვის Taurus-ის ფრთოსანი რაკეტის მიწოდებას ეწინააღმდეგება - კვლევა
გერმანიის მოსახლეობის 52% Taurus-ის ფრთოსანი რაკეტების უკრაინისთვის მიწოდებას ეწინააღმდეგება. ARD-ს დაკვეთით, Deutschlandtrend-ისა და Morgenmagazin-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა 18 აგვისტოს გამოქვეყნდა.
კვლევის მიხედვით, გერმანელების მხოლოდ 36% ეთანხმება კიევისთვის Taurus-ის რაკეტების მიწოდებას, გამოკითხულთა კიდევ 12%-ს არ აქვს მტკიცე მოსაზრება ამ საკითხზე.
უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების მიწოდების მოწინააღმდეგეთა წილი განსაკუთრებით მაღალია აღმოსავლეთ გერმანიის ფედერალურ მიწებზე (70%), ხოლო დასავლეთის მიწებზე 47% წინააღმდეგია, ხოლო 40% - მომხრე.
"მწვანეები" Taurus-ის უკრაინისთვის მიწოდების ყველაზე აქტიური მხარდამჭერები არიან
რაც შეეხება პოლიტიკურ სიმპათიებს, ყველაზე მეტად კიევისთვის Taurus-ის რაკეტების მიწოდების მოწინააღმდეგეები მემარჯვენე პოპულისტური პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) ამომრჩეველთა შორის არიან - 76%.
თუმცა, მწვანეების (68%) და თავისუფალი დემოკრატების (56%) მხარდამჭერებს შორის უმრავლესობა ფრთოსანი რაკეტების უკრაინისთვის გადაცემას ემხრობა.
თითქმის გაყოფილია სურათი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) მომხრეებს შორის (45% - მომხრე, 48% - წინააღმდეგი).
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერებში კი მომხრეების და მოწინააღმდეგეების რაოდენობა თანაბარაია - 42%.
უკრაინა დიდი ხანია გერმანიის მთავრობას ფრთოსანუ რაკეტების მიწოდებას სთხოვს. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ამ საკითხთან დაკავშირებით გასული კვირის ბოლოს ფრთიხილი იყო და აღნიშნა, რომ მისი მთავრობა გააგრძელებს საკითხის შესწავლას რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე.
ფრთოსანი რაკეტა Taurus-ის გაშვება მოიერიშე თვითმფრინავიდან ხდება და 400 კილოგრამიანი ქობინის 500 კილომეტრზე გასრულა შეუძლია. რაკეტა ეფექტურ იარაღად ითვლება სარდლობის ბუნკერების ან საბრძოლო მასალის საწყობების წინააღმდეგ. რაკეტა Taurus ბრიტანული Storm Shadow-ს გერმანული ანალოგია.