გერმანელების უმრავლესობა უკრაინისთვის გამანადგურებლების გადაცემის წინააღმდეგია - კვლევა
გერმანიის მოქალაქეების უმრავლესობა უკრაინისთვის თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას ეწინააღმდეგება, ხოლო კიევისთვის სამხედრო დახმარების გაზრდის მომხრეები და მოწინააღმდეგეები დაახლოებით ამდენივეა.
ამის შესახებ RTL/ntv-Trendbarometer-ის კვლევაში ვკითხულობთ.
გამოკითხულთა 64%-მა განაცხადა, რომ ნატომ უკრაინას დასავლური გამანადგურებლები არ უნდა მიაწოდოს, მხოლოდ 28%-ია მომხრე, ხოლო დანარჩენმა 8%-მა უპასუხა "არ ვიცი" ან არ სურდა პასუხის გაცემა.
მწვანეთა პარტიის მხარდამჭერებს შორის კიევისთვის თვითმფრინავების მიწოდების მხარდაჭერა საშუალოზე გაცილებით მაღალია: 45% - მომხრე და 39% - წინააღმდეგი.
უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდასთან დაკავშირებით, გერმანელი რესპონდენტების მოსაზრებები გაიყო. 49% ამას არასწორად მიიჩნევს, 47% - სწორად.
ამავდროულად, მნიშვნელოვანი განსხვავებებია აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას შორის: თუ დასავლეთში მოქალაქეების 51% უკრაინისთვის დახმარების გაზრდის მომხრეა, ხოლო 45% წინააღმდეგი, ამავდროულად აღმოსავლეთში 72% ამის წინააღმდეგია, მომხრე მხოლოდ 24%.
პარტიულად, ყველაზე მეტად უკრაინის სამხედრო დახმარების ზრდას მწვანეთა პარტიის მომხრეები (78%) უჭერენ მხარს, ყველაზე წინააღმდეგი კი - "ალტერნატივა გერმანიისთვის" მხარდამჭერები (91%) არიან.