გერმანია €377 მილიარდის სამხედრო შესყიდვებს გეგმავს – Politico
გერმანია აპირებს 377 მილიარდი ევროს ოდენობის თავდაცვითი შესყიდვები განახორციელოს სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო, კოსმოსურ და კიბერნეტიკულ სფეროებში.
ვითარების არსი: გერმანიის მთავრობის ახალი შიდა დოკუმენტები გამოცემა Politico-მ მოიპოვა. დოკუმენტი შეიარაღების შესყიდვების გეგმების მიმოხილვაა, რაც დეტალურად იქნება გაწერილი გერმანიის 2026 წლის თავდაცვის ბიუჯეტში, მაგრამ ბევრი შესყიდვა უფრო გრძელვადიანია.
- იდენტიფიცირებულ ტენდერებში გერმანული კომპანიები დომინირებენ: დაახლოებით 160 პროექტი, საერთო ღირებულებით 182 მილიარდი ევრო, დაკავშირებულია ადგილობრივ კონტრაქტორებთან.
- მათ შორის, Rheinmetall უპირობო ლიდერია: დიუსელდორფის ჯგუფი და მისი შვილობილი საწარმოები ფიგურირებენ გეგმის 53 ცალკეულ პუნქტში, რომელთა ღირებულებაც 88 მილიარდ ევროს აღემატება.
- დაახლოებით 32 მილიარდი ევრო უშუალოდ Rheinmetall-ზე უნდა მოდიოდეს, ხოლო კიდევ 56 მილიარდი – მის შვილობილ კომპანიებსა და ერთობლივ საწარმოებზე.
ჩაშლილად: დოკუმენტი ითვალისწინებს, 687 ერთეული Puma-ს საბრძოლო მანქანის მიწოდებას 2035 წლამდე, საიდანაც 662 საბრძოლო ვერსიაა და 25 – სასწავლო.
- საჰაერო თავდაცვის სფეროში ბუნდესვერი გეგმავს 561 ერთეული Skyranger 30-ის სისტემის შეძენას.
- Diehl Defence რჩება მეორე მთავარ ინდუსტრიულ პარტნიორად, ხოლო IRIS-T სარაკეტო სისტემა – გერმანიის მოდერნიზებული საჰაერო თავდაცვის სისტემის საკვანძო ელემენტია.
- დრონებიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ ქვეყნის სამხედრო გეგმებში.
- ბუნდესვერის სურვილების სიაში ერთ-ერთი ყველაზე პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ამოცანა არის Lockheed Martin-ისგან 15 ერთეული F-35-ის თვითმფრინავის შესყიდვა, ღირებულება 2.5 მილიარდი ევროს.
დიდი სურათი: ასევე, ბუნდესვერი გეგმავს 400 ერთეული Tomahawk Block Vb-ს ფრთოსანი რაკეტის შეძენას დაახლოებით 1.15 მილიარდ ევროდ, ისევე როგორც სამი ერთეული Lockheed Martin Typhon-ის გამშვები დანადგარის შეძენას 220 მილიონი ევროს ღირებულებით – ასეთი კომბინაცია გერმანიას 2000 კილომეტრის მანძილზე დარტყმის შესაძლებლობას მისცემს.
- აღსანიშნავია, რომ გაზაფხულზე გერმანიის მმართველმა კოალიციამ თავდაცვისა და ინფრასტრუქტურის ხარჯების ზრდის მრავალმილიარდიანი პაკეტი შეათანხმა.
- გასულ წლებში ბუნდესვერს ტექნიკის და საბრძოლო მასალის სერიოზული დეიციტი ჰქონდა.