გერმანია ისრაელისგან Iron Dome-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას შეიძენს
გერმანიის ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტმა ოთხშაბათს 560 მილიონი ევრო გამოყო ისრაელში წარმოებული საჰაერო თავდაცვის სისტემა Arrow-3-ის შესაძენად.
ამ ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
ჯამში, გერმანია Arrow-3-ების შესყიდვაზე 4 მილიარდ ევროზე მეტს დახარჯავს. აღნიშნული რაკეტა, ბალისტიკური რაკტების ჩამოსაგდებადაა შექმნილი.
საბიუჯეტო კომიტეტმა ასევე დაამტკიცა, დაახლოებით, 950 მილიონი ევრო, რათა გერმანული წარმოების ექვსი IRIS-T-SLM-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის შეიყიდონ.
"გერმანული IRIS-T SLM-ის და ისრაელის Arrow-3-ის შეძენით, ჩვენ ვაგრძელებთ ორ დიდ პროექტს ბუნდესვერის სპეციალური აქტივებიდან, რომლებიც ხელს შეუწყობს გერმანიაში დამცავი ქოლგის შექმნას," - განაცხადა დეპუტატმა კარსტენ კლაინმა.
Arrow-3-ის სისტემას ისრაელის აეროკოსმოსური ინდუსტრია, აშშ-ის საჰაერო კოსმოსურ გიგანტ Boing-თან თანამშრომლობით აწარმოებს. კლაინმა თქვა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები ერთობლივად დაფარავენ 2400 კილომეტრის მანძილს.
Arrow-3-ის სისტემა ისრაელში 2017 წლიდან გამოიყენება, ის Iron Dome-ის ნაწილია.