გერმანია მოლდოვას ლტოლვილებისთვის დამატებით დახმარებას გადასცემს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბაერბოკი, მოლდოვას გერმანიის მთავრობისგან დამატებით 32 მილიონ ევროზე მეტის დახმარებას დაჰპირდა.

ეს თანხები, სხვა საკითხებთან ერთად, განახლებადი ელექტროენერგიისა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ასევე უკრაინელი ლტოლვილების დაბინავებაზე დაიხარჯება.

ინფორმაცია სააგენტო AFP-მ მოლდოვის მხარდაჭერის კონფერენციაზე დამსწრე გერმანიის დელეგაციის წყაროებზე დაყრდნობით 21 ნოემბერს გაავრცელა.

თავის მხრივ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ აღნიშნა, რომ რუსული თავდასხმების გამო, რომლებიც მიმართულია უკრაინის ინფრასტრუქტურაზე, მოლდოვა ვეღარ იღებს ელექტროენერგიას მეზობელი ქვეყნიდან. გარდა ამისა, რუსეთმა მნიშვნელოვნად შეზღუდა კიშინიოვისთვის გაზის მიწოდება და მისი თქმით, რომ ამის შედეგად მოლდოვის მოსახლეობა ზარალდება.

კოლონამ ყველას მოუწოდა, რომ კიშინიოვში ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მოლდოვას დაეხმარონ.

"ჩვენს ინტერესებში შედის ამ ქვეყნის მხარდაჭერა", - აღნიშნა მან.

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი დახმარება, რომელსაც მისი ქვეყანა მიიღებს, არის წვლილი არა მხოლოდ მისი, არამედ მთელი ევროპის სტაბილურობაში. მისი თქმით, მოლდოვას 1.1 მილიარდი ევროს დახმარება სჭირდება ბუნებრივი აირის გაძვირების გამო.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად მოლდოვაში დაახლოებით 80 000 უკრაინელი ლტოლვილია.

მსგავსი სიახლეები