გერმანია: Nord Stream 2 ევროკავშირისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს
გერმანია აცხადებს, რომ რუსეთთან დამაკავშირებელი „ნორდ სტრიმ 2-ის“ გაზსადენი ევროკავშირის ენერგომომარაგებას საფრთხეს არ შეუქმნის.
„ეკონომიკის ფედერალურმა სამინისტრომ დაასკვნა, რომ გაზსადენისთვის ნებართვის გაცემა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და ევროპული კავშირის ბუნებრივი აირით მომარაგებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“, - წერია სამინისტროს განცხადებაში.
“ნორდ სტრიმ 2-ის“ სახელით ცნობილ გაზსადენს ახლა ევროკავშირის რეგულატორების თანხმობა სჭირდება.
აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყანა გაზსადენს ეჭვის თვალით უყურებს და თვლის, რომ აღნიშნული ენერგოპროექტი ევროკავშირის რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულებას გაზრდის.
- ანა ფოტიგა: თუ Nord Stream 2-ის მშენებლობა დასრულდება, ის არ უნდა ამოქმედდეს
- ბერბოკი: Nord Stream 2 არ უნდა ამოქმედდეს