გერმანია სამ ატომურ ელექტროსადგურს ხურავს
31 დეკემბერს გერმანია სამ ატომურ ელექტროსადგურს დახურავს. 2022 წლის ბოლოს ქვეყანა ბირთვულ ენერგიაზე სრულად უარის თქმას აპირებს.
"ბირთვულ ენერგიაზე უარის თქმით ჩვენი ქვეყანა უფრო უსაფრთხო გახდება და ეს დაგვეხმარება თავიდან ავირიდოთ რადიოაქტიული ნარჩენები - თქვა გარემოს დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების მინისტრმა შტეფი ლემკემ - ახლა აუცილებელია მაღალი დონის რადიოაქტიური ნარჩენების საბოლოო საცავის მოძიება, ასევე დაბალ და საშუალო დონის რადიოაქტიურ ნარჩენებზე მუდმივი გადაწყვეტის პოვნა."
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა ბირთვულ ენერგიაზე უარის თქმის გადაწყვეტილება 2011 წელს, ფუკუშიმას ინციდენტის შემდეგ მიიღო.
პარასკევს, 31 დეკემბერს, ატომური ელექტროსადგურები შლეზვიგ-ჰოლშტაინში, ქვემო საქონიაში და ბავარიაში იხურება.