გერმანია უკრაინას კიდევ ოთხ საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T-ს მიაწვდის

გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ წლის ბოლომდე უკრაინისთვის კიდევ ოთხი IRIS-T-ს საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდებას აპირებს.

ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის მოადგილემ, ვოლფგანგ ბიუხნერმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა ასევე მიიღებს 10 საზენიტო სისტემა Gepard-ს, 16 თვითმავალ ჰაუბიცას, 10 საბრძოლო ტანკ Leopard-ს, საბრძოლო დრონებს და რამდენიმე ათას საარტილერიო და სატანკო ჭურვს.

"გერმანია აბსოლუტურად ერთგული რჩება და კანცლერი ამბობს, რომ უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, სანამ საჭირო იქნება და არავის, განსაკუთრებით რუსეთის პრეზიდენტს, არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ჩვენ შევასუსტებთ მხარდაჭერას." - თქვა ბუხნერმა.

გასულ კვირას გერმანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის ფედერალური მთავრობის ამჟამინდელი ბიუჯეტის გეგმა არ ითვალისწინებს დამატებით თანხებს უკრაინის მხარდასაჭერად და გერმანიის თავდაცვის სამინისტროს დამატებითი მოთხოვნები უკრაინას სამხედრო დახმარების შესახებ აღარ დამტკიცდება. 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს ცნობები არის არასწორი და მანიპულაციური.

თავად გერმანიაში ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის, ასევე კოალიციის წევრი პარტიების პოლიტიკოსებმა გააკრიტიკეს ეს მიდგომა უკრაინის დახმარების შემდგომი დაფინანსების მიმართ, რადგან მიაჩნიათ, რომ ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას გერმანიის უსაფრთხოებას.

მსგავსი სიახლეები