გერმანია უკრაინას სამხედრო ვერტმფრენებს გადასცემს
რამშტაინის ფორმატში მე-18 შეხვედრის შემდეგ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას Sea King Mk41-ის სამხედრო ვერტმფრენებს გადასცემს.
პისტორიუსის სიტყვებს სააგენტო DPA ციტირებს.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინა სათადარიგო ნაწილების კომპლექტთან ერთად ექვს მრავალფუნქციურ შვეულმფრენ Sea King Mk41-ს მიიღებს. გერმანული მხარე ასევე უკრაინელ სამხედროების მოამზადებს.
"Sea King არის აპრობირებული და საიმედო ვერტმფრენი, რომელიც დაეხმარება უკრაინელებს ბევრ სფეროში: შავი ზღვის დაზვერვით დაწყებული ჯარისკაცების ტრანსპორტირებამდე. ეს არის გერმანიის მიერ ამ ტიპის ტექნიკის პირველი მიწოდება," - აღნიშნა პისტორიუსმა.
გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, კიევისთვის მიწოდებული გერმანიის სამხედრო დახმარების ჯამურმა რაოდენობამ დაახლოებით ექვს მილიარდ ევროს მიაღწია.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანია 2024 წელს უკრაინას 7 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს.