გერმანიამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა
ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ჰოლოდომორს უკრაინელი ერის გენოციდად აღიარებს.
რეზულიციას მხარი დაუჭირა როგორც მმართველ კოალიციაში შემავალმა სამმა პარტიამ, ასევე ოპოზიციურმა ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამაც.
"შიმშილისა და რეპრესიების შედეგად დაზარალდა მთელი უკრაინა და არამხოლოდ მარცვლეულის მწარმოებელი რეგიონები. დღევანდელი გადმოსახადიდან მოვლენის ისტორიულ-პოლიტიკური კლასაფიციკაცია გენოციდად ცალსახაა. ბუნდესტაგი იზიარებს ამ კლასიფიკაციას",- ნათქვამია დოკუმენტში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შიშმილი მიზნად ისახავდა უკრაინის ეროვნული ცნობიერების ძალადობრივ განადგურებას. "მასობრივი სიკვილი არ იყო გამოწვეული მოსავლის სიმცირით და წარმოადგენს საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობის და პირადად იოსებ სტალინის პასუხისმგებლობას. ამგვარად ჰოლოდომორი არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ".
დოკუმენტი მოუწოდებს ფედერალურ მთავრობას ახსოვდეთ ჰოლოდომორის მსხვერპლთა შესახებ და ხელი შეუწყონ სიმართლის გავრცელებას სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით, რათა ხელი შეეშალოს რუსეთის მცდელობას ჰოლოდომორის შესახებ არასწორი და ცალმხრივი ნარატივების გავრცელებას.
კენჭისყრის დროს ბუნდესტაგში იმყოფება უკრაინის მოქმედი ელჩი გერმანიაში ალექსეი მაკეევი და ყოფილი ელჩი ანდრეი მელნიკი, რომელიც ამ დროისთვის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებს.
კონტექსტი
გასულ წლებში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰოლოდომორის უკრაინელი ერის გენოციდად აღიარების წინააღმდეგ გამოდიოდა.
24 ნოემბერს ჰოლოდომორი გენოციდად აღიარა ირლანდიის საკანონმდებლო უწყების ზედა პალატამ, ასევე მოლდოვამ. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო რუმინეთის პარლამენტმაც.
საქართველოს პარლამენტმა ჰოლოდომორი გენოციდად 2005 წელს აღიარა.