გერმანიამ მხარი დაუჭირა რუსეთის SWIFT-დან გათიშვის ინიციატივას
გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ მხარი დაუჭირა რუსეთის SWIFT-დან გათიშვის იდეას. გერმანია იყო ევროკავშირის ბოლო სახელმწიფო, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ მხარს არ უჭერდა რუსეთის საერთაშორისო ფინანსური სისტემებიდან ჩახსნის იდეას.
ბოლო საათებში დიამეტრულად შეიცვალა საფრანგეთის, იტალიის, კვიპროსისა და უნგრეთის პოზიციები ამ საკითხთან დაკავშირებით.
ამ დროისთვის დასავლეთში რუსეთის SWIFT-დან გათიშვის შესახებ სრული კონსენსუსია.