გერმანიამ უკრაინას Gepard-ის საზენიტო სისტემები და ჭურვები გადასცა
გერმანიის მთავრობამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გადასცა, რომელიც მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T-ს აღჭურვილობას, საბრძოლო მასალას, Gepard-ის 6 საზენიტო სისტემას და სხვა შეიარაღებას.
უკრაინისთვის გადაცემული შეიარაღების სრული სია ასეთია:
- Gepard-ის 6 საზენიტო სისტემა;
- 155 მმ კალიბრის 3230 ჭურვი;
- 155 მმ-იანი კვამლის 1184 ჭურვი;
- Biber-ის ხიდი;
- 5 ჯავშანმანქანა საზღვრების დასაცავად;
- 10 ლაზერული სამიზნე IRIS-T-ს საჰაერო თავდაცვის კომპლექსისთვის;
- სატვირთო ტრაქტორი 8x8 HX81;
- ოთხი ნახევრად მისაბმელანი ავტომობილი;
- 24 192 ერთეული 40 მმ-იანი საბრძოლ მასალა;
- Vector-ის დრონების სათადარიგო ნაწილების ორი კომპლექტი;
- IRIS-T-ს საჰაერო თავდაცვის სისტემის 10 ცეცხლის მართვის სადგური.
11 ივლისს გერმანიამ უკრაინისთვის დაახლოებით 600 მილიონი ევროს ღირებულების ახალი დახმარება გამოაცხადა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კიევი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის ორ გამშვებს, 40 ქვეითთა საბრძოლო მანქანა Marder-ს, 25 Leopard 1-ის ტანკს და ერთ Luna-ს დრონს მიიღებს.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ასევე დაადასტურა, რომ გერმანიის მთავრობა უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ ფრთოსან რაკეტა Taurus-ს არ მიაწოდებს.