გერმანიამ უკრაინას Gepard-ის საზენიტო სისტემისთვის ჭურვები გადასცა
გერმანიამ უკრაინას გადასცა Gepard-ის თვითმავალი საზენიტო სისტემის ჭურვები მიაწოდა, რომელიც წარმოებაც ცოტა ხნის წინ აღდგა.
ამ ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტრომ აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალის წარმოებისთვის საწარმოო ხაზის მშენებლობა წარმატებით დასრულდა ამბიციურ ვადებში, რამაც შესაძლებელი გახადა უკრაინაში ხუთნიშნა რაოდენობის ჭურვების პირველი მიწოდება.
"უკრაინის ომი თითქმის ყოველდღიურად გვახსენებს, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვა დამოკიდებულია საჰაერო თავდაცვაზე და საკმარის საბრძოლო მასალაზე. Gepard-ის საბრძოლო მასალის წარმოების განახლებით, ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ამ ორ მნიშვნელოვან ასპექტზე," - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა.
"მოხარული ვარ, რომ წარმოება ასე სწრაფად და ბიუროკრატიული დაბრკოლებების გარეშე დავიწყეთ." - აღნიშნა მან.
მინისტრის თქმით, გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმ სფეროებში, რომლებიც მისი ძლიერი მხარეა: არტილერია, საბრძოლო მასალა და საჰაერო თავდაცვა.
2023 წლის თებერვალში, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა რამშტაინის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ გერმანიის ფედერალური თავდაცვის სამინისტროს ბრძანებით, Rheinmetall აღადგენს Gepard-ისთვის საბრძოლო მასალის წარმოების საწარმოო ხაზს.
თებერვალში კომპანიასთან 168 მილიონი ევროს ხელშეკრულება გაფორმდა, რაც 300 000 ჭურვის მიწოდებას ითვალისწინებს.
მიუხედავად ამ რთული პროცესისა, პირველი საბრძოლო მასალა უკრაინას ხელშეკრულების ხელმოწერიდან თითქმის შვიდი თვის შემდეგ გადაეცა.
ამ დროისთვის გერმანიამ კიევს 46 ერთეული Gepard-ის საზენიტო სისტემა გადასცა. კიდევ ექვს სისტემას უკრაინა მალე მიიღებს.