გერმანიამ უკრაინას IRIS-T-ს რაკეტები და 10 Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანა გადასცა
29 აპრილს გერმანიის მთავრობამ უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგი პარტია გამოაცხადა, რომელიც დამატებით საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას, ჭურვებს და ჯავშანმანქანებს მოიცავს.
ამ ინფორმაციას გერმანიის მთავრობა ავრცელებს.
ცოტა ხნის წინ, გერმანიამ უკრაინას 10 Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანა გადასცა, საბრძოლო მასალებით და სათადარიგო ნაწილებით, ასევე Leopard 2-ის ჭურვები და 7500 155 მმ-იანი ჭურვი.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე მიიღო SKYNEX-ის საზენიტო სარაკეტო სისტემა, თითქმის 30 ათასი ჭურვი Gepard-ის თვითმავალი საზენიტო სისტემისთვის, IRIS-T SLM-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტები და TRML-4D-ს რადარი.
გარდა ამისა, უკრაინა მიიღებს 18 ათას 40 მმ-იან ტყვიას, 3000 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნ RGW 90-ს, 120 მმ-იანი ნაღმტყორცნების საბრძოლო მასალას, თითქმის 2000 შენიღბვის ბადეს, 2000 საწვიმარს და 100 ათას პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრებს.
ბერლინმა ასევე პირობა დადო, რომ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს უსწრაფესად გადასცემს.