გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გაუგზავნა.

ბერლინის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის განახლებული სია გერმანიის მთავრობის ვებ-გვერდზე 20 ნოემბერს გამოქვეყნდა.

დახმარების ახალი პარტია მოიცავს ოთხ თვითმავალ ჰაუბიცა PzH 2000-ს, შვიდ ჰაუბიცა M109-ს, 41 ათას 155 მმ-იან საარტილერიო ჭურვს, 47 ჯავშანმანქანას, სადესანტო მანქანა Caracal-ს და სხვა შეიარაღებას.

12 ნოემბერს, Verian Institute-ის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, წლის განმავლობაში 9%-ით შემცირდა და 57%-ია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის მხარდაჭერას. ამავდროულად, გამოკითხულთა 45% უკრაინის ომს ყველაზე დიდ გეოპოლიტიკურ გამოწვევად მიიჩნევს.

გამოკითხულთა დაახლოებით ნახევარი (47%) მომხრეა, რომ უკრაინა გააგრძელოს ბრძოლა მანამ, სანამ არ დაიბრუნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყველა ტერიტორიას. ამავდროულად, გამოკითხულთა 43% მიაჩნია, რომ კიევმა უარი უნდა თქვას თავისი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ნაწილზე და ამით სცადოს ომის დასრულება.

მსგავსი სიახლეები