გერმანიაში Bradley-ზე მომზადება პირველმა უკრაინულმა ბატალიონმა დაასრულა

გერმანიაში, ამერიკულ ბაზაზე, ქვეითთა საბრძოლო მანქანა M2 Bradley-ზე მომზადება უკრაინის შეიარაღებული ძალების პირველმა ბატალიონმა დაასრულა. ამ ინფორმაციას უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრი 27 თებერვალს ავრცელებს.

სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი წერს, თუ რატომ არის გამორჩეული ეს ჯავშანტრანსპორტიორი. ამერიკული ქვეითთა საბრძოლო მანქანა განკუთვნილია მოტორიზებული ქვეითი ნაწილების ბრძოლის ველზე გადასაყვანად, საბრძოლო მოქმედებისა და სახანძრო დახმარების უზრუნველსაყოფად. ავტომობილის ეკიპაჟი სამი ადამიანია: მეთაური, მსროლელი და მძღოლი. მას შეუძლია შვიდი ჯარისკაცის გადაყვანა.

მანქანას აქვს ალუმინის კორპუსი და ჯავშანი, რომელსაც შეუძლია გაუძლოს 14.5 მმ კალიბრის ტყვიებს. M2 Bradley შეიარაღებულია 25 მმ-იანი ავტომატური ქვემეხით და ტანკსაწინააღმდეგო სისტემა BGM-71 TOW-ს ორი გამშვებით. მანქანის მაქსიმალური სიჩქარე გზატკეცილზე 60 კმ/სთ-ია, გზაზე 40 კმ/სთ, წყალში კი 7.2 კმ/სთ. ასევე, მანქანას შეუძლია გადალახოს 0.91 მ სიმაღლის კედელი ან 2.5 მ სიგანის თხრილი.

ერთი Bradley-ს ღირებულება 3.2 მილიონი დოლარია.

2023 წლის 19 იანვარს, აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის თანახმად, უკრაინა 59 M2 Bradley-ს, მისთვის 590 TOW-ს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას, ასევე 295 000 ერთეულ 25 მმ-იან ტყვიას მიიღებს. 

მსგავსი სიახლეები