გერმანიაში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 133-მდე გაიზარდა
დასავლეთ გერმანიაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 133-მდე გაიზარდა. სტიქიამ ყველაზე მეტად რეინლანდ-პფალცის და რეინ-ვესტფალიის ფედერალური მიწები დააზარალა.
სტიქიური უბედურების წერტილებში ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები, რომელშიც პოლიციის და ჯარის გარდა, ათასობით მოხალისე მონაწილეობს.
ჯერჯერობით სტიქიიდან გამოწვეული ზარალის ოდენობაზე საუბარი რთულია, წყალდიდობის შედეგად განადგურებულია რამდენიმე სოფელი, საცხოვრებელი სახლები, ხიდები, რკინიგზის მონაკვეთები და საავტომობილო გზები.
სპეციალისტების შეფასებით ამ დროისთვის განმეორებითი მეწყერის ალბათობა შემცირებულია, ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ამინდის პროგნოზიც.
უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 1 000-ზე მეტი ადამიანი.