გერმანიაში უკრაინის არმიის 600-ზე მეტი სამხედროს წვრთნა დასრულდა
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროების პირველმა ჯგუფმა გერმანიის ქალაქ გრაფენვჰერთან მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სწავლება დაასრულა. დაახლოებით 635 უკრაინელმა სამხედრომ დაასრულა თითქმის ხუთკვირიანი სასწავლო კურსი. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა.
მისი თქმით, კურსი მოიცავდა სწავლებებს რაზმის, ოცეულის და ასეულის შემადგენლობაში, ასევე საველე სწავლებებს ბატალიონის შემადგენლობაში. გარდა ამისა, იგი მოიცავდა სახანძრო და სამედიცინო მომზადებას.
წვრთნები იანვრის შუა რიცხვებში დაიწყო და არის შეერთებული შტატების გაფართოებული პროგრამის ნაწილი, რომელიც უკრაინელი სამხედროებს საბრძოლო ოპერაციებისთვის მოამზადებს. კერძოდ, მათ ასწავლიან, როგორ გამოიყენონ ამერიკული ქვეითი საბრძოლო მანქანები M2 Bradley და თვითმავალი საარტილერიო ჰაუბიცები M109 Paladin.
რაიდერმა აღნიშნა, რომ დღეს კიდევ 710 უკრაინელი სამხედროს წვრთნა დაიწყო, ხოლო მომავალ კვირას Stryker-ის ჯავშანმანქანებზე 890 უკრაინელის წვრთნა დაიწყება.