გერმანიის იუსტიციის მინისტრი: აბორტის რეკლამის აკრძალვა გაუქმდება
გერმანიის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა ორშაბათს განაცხადა, რომ კოალიციური მთავრობა აბორტის რეკლამაზე აკრძალავს გააუქმებს.
იუსტიციის სამინისტრომ კანონპროექტი ბუნდესტაგში უკვე წარადგინა. ბუშმანმა რეპროდუქციული უფლებების მიმართულებით გერმანიაში ქალთა უფლებებზე თქვა, რომ "სიტუაცია გაუსაძლისია."
გერმანიაში აბორტის რეკლამირება სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე მუხლით ისჯებოდა. რაც ნიშნავს, რომ მაგალითად, თუკი რომელიმე ექიმი აბორტზე ფაქტობრივ ინფორმაციას გამოაქვეყნებდა ვებ-გვერდზე ან სოციალურ ქსელებში, ის ამ მუხლით დაისჯებოდა.
კანონპროექტში ნათქვამია, რომ "ექიმებს უნდა შეეძლოთ ქალების დახმარება სასჯელის შიშის გარეშე."