გერმანიის იუსტიციის მინისტრი: უკრაინისთვის იარაღის მიცემა არ ნიშნავს, რომ ომის მხარე ვართ
უკრაინის მძიმე შეიარაღებით უზრუნველყოფა გერმანიას რუსეთთან ომის მხარედ არ აქცევს. ამის შესახებ გერმანიის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში 16 აპრილს განაცხადა.
პოლიტიკოსის თქმით, თუ უკრაინა იყენებს თავდაცვის უფლებას და მისი იარაღით მხარდაჭერა არ აქცევს გერმანიას ომის მხარედ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს არა მხოლოდ ბუშმანის, არამედ მთელი გერმანიის ფედერალური მთავრობის პოზიციაა.
16 აპრილს გერმანიამ თავდაცვის ბიუჯეტი €2 მილიარდით გაზარდა, საიდანაც €1.4 მილიარდი უკრაინას მოხმარდება.