გერმანიის შს მინისტრი: მიგრანტების მისაღებად მზად ვართ
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ მიგრანტების მიღების საკითხზე ის ბრიუსელთან და ვარშავასთან მუდმივ კონტაქტზეა.
"ჩვენ უკიდურესად ფხიზლად და მზად ვართ რუსეთის აგრესიული ქმედებების შემდგომი შედეგებისთვის, რომელსაც გავლენა ექნება გერმანიის უსაფრთხოებასა და ლტოლვილთა ნაკადებზე ევროპაში." - თქვა მან.
მინისტრის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურები ყველა სცენარისთვის მზად არიან.
გარდა ამისა, ფეზერმა თქვა, რომ გერმანია კიბერთავდასხმებისთვისაც ემზადება.