გერმანიის თავდაცვის მინისტრი: Nord Stream 2 უკრაინის კონფლიქტს „არ უკავშირდება“

 

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ქრისტინ ლამბრეხტის განცხადებით, Nord Stream 2-ის გაზსადენის საკითხი და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი ერთმანეთს არ უკავშირდება.

"გაზსადენი კონფლიქტში არ უნდა გავრიოთ", - თქვა ლამბერხტმა Inforadio-სთან საუბრისას. 

მისივე განმარტებით, კონფლიქტი მხოლოდ მოლაპარაკებების გზით შეიძლება გადაწყდეს. ოთხშაბათს გამართულ მოლაპარაკებებზე საუბრისას მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ეს პროცესი "საუკეთესო შესაძლებლობაა."

წარსულში გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ინტერვენცია Nord Stream 2-ის პროექტზეც იმოქმედებდა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ეს სრულად კომერციული პროექტია.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით კი, გაზსადენი ვერ ამოქმედდება, თუ უკრაინაში სიტუაციის ესკალაცია მოხდება.

Nord Stream 2-ის გაზსადენის ღირებულება 12 მილიარდი დოლარია.

 

მსგავსი სიახლეები