გერმანული კომპანია Bosch რუსეთში საქმიანობას წყვეტს

კომპანიების გერმანული ჯგუფი Bosch შეაჩერებს რუსეთში საქმიანობას. ინფორმაცია 18 მარტს Bloomberg-მა გაავრცელა.  

მიწოდების შეჩერების მიზეზი ის არის, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა Bosch-ის პროდუქცია სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენოს.

სააგენტოს ცნობით, კომპანიამ რუსეთის ფედერაციაში მისი პროდუქციის გამოყენების აუდიტი მას შემდეგ ჩაატარა, რაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Bosch დაადანაშაულა რუსული ქვეითთა საბრძოლო მანქანებისთვის კომპონენტების მიწოდებაში. ინფორმაცია დადასტურდა თუ არა კომპანიაში არ აკონკრეტებენ.

Bosch-მა განაცხადა, რომ ის ასევე მთლიანად შეწყვეტს წარმოებას კომპანიის საკუთრებაში არსებულ რუსულ ქარხნებში, მათ შორის სანქტ-პეტერბურგში საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქარხანაში.

მსგავსი სიახლეები