გერმანულმა კონცერნმა RWE-მ აშშ-დან თხევადი გაზის შეძენაზე კონტრაქტს ხელი მოაწერა

გერმანულმა ენერგეტიკულმა კონცერნმა RWE-მ ხელი მოაწერა კონტრაქტს 2.25 მილიონი ტონა თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) შეერთებული შტატებიდან შეძენაზე, მაგრამ გაზის მიწოდება შეიძლება არ დაიწყოს 2027 წლამდე. ამ ინფორმაციას RWE Supply & Trading 28 დეკემბერს ავრცელებს.

შეთანხმებული მოცულობები ითვალისწინებს 30 თხევადი გაზის ტანკერის ან დაახლოებით 3 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი გაზის გერმანიაში შეტანას, კონტრაქტი 15 წლიანია.

RWE-ს ამერიკული კომპანია Sempra Infrastructure-ის პარტნიორია, რომელიც ავითარებს საბადოებს და აშენებს და მართავს LNG ტერმინალებს მექსიკის ყურის სანაპიროზე.  

RWE Supply & Trading-ის ხელმძღვანელმა ანდრე სტრაკემ შეერთებულ შტატებთან გაფორმებულ კონტრაქტს, გაზის იმპორტის დივერსიფიკაციისა და ევროპაში ენერგეტიკული უსაფრთხოების გრძელვადიანი გაძლიერების საქმეში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა.

მსგავსი სიახლეები