ღაზაში დაღუპული ებრაელი სამხედროს ორგანოებით ოთხი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენენ
ისრაელის ტრანსპლანტაციის ეროვნული ცენტრის ცნობით, ღაზაში დაღუპული 22 წლის ალემნიუ ემანუელ ფელეკეს ორგანოები მისმა ოჯახმა სხვების სიცოცხლის გადასარჩენად შესწირა.
კომანდოსთა ბრიგადის სერჟანტი ფელეკე 5 დეკემბერს, ღაზას სამხრეთში დაიჭრა და მეორე დღეს გარდაიცვალა.
მისი გული და ფილტვები გადაეცა ანონიმურ პაციენტს გადაეცა ბეილინსონის ჰოსპიტალში და მისი ღვიძლი 53 წლის ქალს. მისი ერთი თირკმელი და პანკრეასი 45 წლის ქალს გადაუნერგეს, ხოლო მეორე თირკმელი 58 წლის მამაკაცს.
ფელეკეს ძმამ ნოამმა აღნიშნა, რომ ოჯახის გადაწყვეტილება მისი ორგანოების დონაციის შესახებ, მისი სულის უკვდავყოფის გზა იყო.
ფელეკეს ოჯახი ისრაელში ეთიოპიიდან 2004 წელს ჩავიდა.