გრენლანდიის ირგვლივ კონფლიქტის გამო გადაიდო უკრაინის აღდგენის გეგმის ხელმოწერა

გრენლანდიის ირგვლივ დონალდ ტრამპის მოთხოვნების გამო ევროპულ სახელმწიფოებთან კონფლიქტის გამო გადაიდო უკრაინის ეკონომიკური რეკონსტრუქციის გეგმის ხელმოწერა, რომელიც დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე უნდა შემდგარიყო. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით ბრიტანული Financial Times ავრცელებს. 

  • ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელზეც მუშაობაც პრაქტიკულად დასრულებულია და რომლის ღირებულებაც 800 მილიარდ დოლარს უტოლდება გრენლანდიასთან დაკავშირებული უთანხმოებების გამო გადაიდო. 

  • გაზეთის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, "ევროპელი ლიდერებისთვის შეუძლებელია არ მიაქციონ ყურადღება ტრამპის ქმედებებს გრენლანდიასთან მიმართ და პარალელურად შეუფერხებლად გააგრძელონ მუშაობა სხვა საკითხებზე, მაგალითად უკრაინაზე." 

ჩაშლილად: წყაროების ცნობით, გეგმის ხელმოწერამდე 20 იანვარს იგეგმებოდა დოკუმენტის განხილვა ეროვნული უსაფრთხოების მაღალჩინოსნების დონეზე, თუმცა შეხვედრაზე შეერთებული შტატების წარმომადგენელი არ მივიდა. 

  • გაზეთის უკრაინული წყაროების ცნობით, დავოსში გამგზავრებაზე უარი თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც იმ შემთხვევაში თუ დონალდ ტრამპთან შინაარსობრივი შეხვედრის გარანტია არ იარსებებს. 

  • სწორედ ტრამპსა და ზელენსკის უნდა მოეწერათ ხელი აღნიშნულ დოკუმენტზე. 

მსგავსი სიახლეები