Guardian: პუტინი პირადად იღებს ტაქტიკურ სამხედრო გადაწყვეტილებებს

რუსეთის პრეზიდენტი პირადად მონაწილეობს სამხედრო ოპერაციების დაგეგმვაში და გადაწყვეტილებებში, პოლკოვნიკის დონეზე. 

ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული Guardian დასავლეთის სამხედრო და სადაზვერვო წრეებში საკუთარ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს

"ჩვენ მივიჩნევთ, რომ ვლადიმირ პუტინი და გენშტაბის ხელმძღვანელი, ვალერი გერასიმოვი იღებენ მონაწილეობას ისეთი ტაქტიკური დონის გადაწყვეტილებებში, როგორსაც ჩვენ პოლკოვნიკის ან ბრიგადის გენერლის დონისგან ველით",- ამბობს გამოცემის წყარო. 

მასალაში ნათქვამია, რომ უკრაინაში გერასიმოვის გადაყენების და ოპერაციისგან ჩამოშორების შესახებ გავრცელებული ხმების მიუხედავად, დასავლური სადაზვერვო წყაროების ინფორმაციით, პუტინი გერასიმოვთან ახლო კონტაქტს ინარჩუნებს. 

გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში ხაზგასმულია, რომ მათ ჯერ არ აქვთ ვლადიმირ პუტინის ამ დონის ჩართულობის დამადასტურებელი საბუთები, თუმცა ეს დაშვება დასავლური დაზვერვების მიერ მოპოვებულ სანდო ცნობებს ეყრდნობა.

მსგავსი სიახლეები