ГУР: ენერგოდარში საოკუპაციო ადმინისტრაციის თათბირზე აფეთქება მოხდა

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) ცნობით, ოკუპირებულ ენერგოდარში საოკუპაციო ადმინისტრაციის პოლიციის მაღალცინოსნების შეხვედრაზე აფეთქება მოხდა, რომლის შედეგადაც დაჭრილია რამდენიმე კოლაბორანტი. 

უკრაინულ სოციალურ ქსელში ვრცელდება დრონით გადაღებული კადრებიც, რომელიც სავარაუდოდ თავდასხმას ასახავს. 

უწყების ცნობით, ზუსტი დარტყმის შედეგად დაჭრილია რუსეთიდან მიგზავნილი ე.წ. პოლიციის უფროსიც. დაჭრილეს შორის არიან პროკურორი, სამმართველოს უფროსი, საგამოძიებო სამსახურის უფროსი. 

უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოში ამბობენ, რომ დაჭრილების ადგილობრივ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მათი რუსეთის ტერიტორიაზე რეანომობილებით ევაკუაცია გადაწყდა. 

შეტევის შესახებ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუვრცელებია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს. ენერგოდარი პრაქტიკულად ფრონტის ხაზზე, ყოფილი კახოვკის წყალსაცავის ნაპირზე მდებარეობს. 

მსგავსი სიახლეები