გუშინ ხერსონში დნეპერზე გადასასვლელი ხიდისთვის მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა
ხერსონში, ღამით, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა ანტონოვსკის ხიდისთვის დნეპერზე, რომელიც აკავშირებს ქალაქს მდინარის მარცხენა სანაპიროსთან. ამის შესახებ ფეისბუქზე 25 თებერვალს, დილით, ხერსონის მერმა იგორ კოლიხაევმა დაწერა.
"თქვენ გაიღვიძეთ (მათ, ვინც დაიძინა) უკრაინაში - და ეს არის დღეს მთავარი სიახლე, იმის გათვალისწინებით, რაც ახლა ჩვენს ქვეყანაში ხდება. ანტონოვსკის ხიდისთვის ღამით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა. ის კვლავ ჩვენს კონტროლქვეშ რჩება." - წერს ხერსონის მერი.
კოლიხაევმა ხერსონის მოსახლეობას კატეგორიულად მოუწოდა "არ გამოვიდნენ ქუჩებში და არ დატოვონ სახლები".
"ჩვენ ვიბრძვით, ჩვენ ვდგავართ!" - წერს კოლიხაევი.