გუშინდელი დღის მეორე ნახევარში უკრაინელებმა 13 კამიკაძე დრონი ჩამოაგდეს
10 ოქტომბრის დღის მეორე ნახევარში, 15:00 საათიდან 18:30 საათამდე, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოახერხეს რუსი ოკუპანტების კიდევ 13 კამიკაძე დრონის ჩამოგდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა ფეისბუქზე ავრცელებს.
"მეორე "დიდი" საჰაერო განგაში 10 ოქტომბერს სადილის შემდეგ გამოცხადდა ძირითადად ირანული დრონების Shahed-136-ის გამო, რომლებიც თავს ესხმიან კიევსა და უკრაინის ჩრდილოეთ რეგიონებს კურსკის რეგიონიდან და ბელორუსიდან". - ნათქვამია განცხადებაში.
"ცენტრალური" საჰაერო სარდლობის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა ცხრა Shahed-136 გაანადგურეს.
"ამ დრონებით დამპყრობლებმა ასევე შეუტიეს უკრაინის აღმოსავლეთს. "აღმოსავლეთის" საჰაერო სარდლობის საზენიტო დანადგარებმა გაანადგურეს კიდევ ოთხი Shahed-136", - დასძინა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა.