ჰააგაში უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ცენტრი გაიხსნა
3 ივლისს, ჰააგაში საერთაშორისო ოფისი გაიხსნა, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს. ეს სტრუქტურა რუსეთის ლიდერების წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნისკენ პირველ ნაბიჯად განიხილება.
ახალი სტრუქტურის ოფიციალური სახელწოდებაა აგრესიის დანაშაულთა გამოძიების საერთაშორისო ცენტრი. ცენტრის მუშაობაში მონაწილეობენ პროკურორები უკრაინიდან, ევროკავშირიდან, აშშ-დან, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან. ისინი მტკიცებულებების შეგროვებაზე იმუშვებენ, რაც შუალედური ნაბიჯია სპეციალური ტრიბუნალის შექმნამდე.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC), რომელიც ასევე ჰააგაში მდებარეობს, არ აქვს მანდატი, გამოიძიოს უფრო ფართო დანაშაულიები. ICC უკრაინაში უფრო კონკრეტულ სამხედრო დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს.
მიმდინარე წლის მარტში, ICC-მ, რომლის იურისდიქციას მოსკოვი არ ცნობს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გამოსცა. მას ბრალად უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების იძულებითი დეპორტაცია ედება.
კიევმა საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა მას შემდეგ მოითხოვა, რაც ბუჩაში რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების დამაჯერებელი მტკიცებულებები მიიღო.