გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა დავიწყეთ

გერმანიამ რუსული გაზის ჩანაცვლებისთვის თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა დაიწყო. პირველი ქვა საპორტო ქალაქ ვილჰელმშჰავენში უკვე დაიდო. გერმანია აპირებს მშენებლობა დაასრულოს და ტერმინალი გაზმომარაგების სისტემაში უმოკლეს ვადაში - 10 თვეში ჩართოს, განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა ცერემონიაზე.

ჰაბეკმა სხვა ტერმინალების მშენებლობაც დააანონსა. დაგეგმილია, რომ მომავალში ეს ინფრასტრუქტურა „მწვანე“ წყალბადის მიწოდებისთვისაც გამოიყენებოდეს. თხევადი ბუნებრივი აირის დახმარებით გერმანია რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები