ჰაბეკის თქმით, ბერლინმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე პოზიცია გვიან შეცვალა
გერმანიის ვიცე-კანცლერმა, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა 3 აპრილს უკრაინაში ვიზიტისას განაცხადა, რომ გერმანიამ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე პოზიცია ძალიან გვიან შეცვალა.
ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ჰაბეკის ვიზიტი მხარდაჭერის მძლავრი სიგნალია. გერმანიის ვიცე-კანცლერმა მის საპასუხოდ უკრაინაში 2021 წლის ვიზიტი გაიხსენა.
"თქვენ ამიხსენით, ისევე როგორც კაბინეტის სხვა წევრებს, რომ ომის საშიშროება რეალური იყო. იმ დროისთვის გერმანიაში დავიწყეთ დებატები, რომ უკრაინას უნდა დავეხმაროთ იარაღით. იმ დროს გერმანიას არ შეეძლო ან არ უნდოდა ამის გაკეთება. ჩვენ შევცვალეთ პოზიცია, მაგრამ ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდა და ძალიან გვიანი იყო. მე ეს ვიცი. ვფიქრობ, ყველა გერმანელი პოლიტიკოსი არ იტყვის იგივეს, მაგრამ მე ძალიან მრცხვენია." - თქვა მან.
ჰაბეკმა თქვა, რომ 2022 წელს მისი სამუშაოს ნაწილი იყო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა, "რაც შეიძლება სწრაფად და მაქსიმალურად."