ჰაიდაი: ოკუპანტები სევეროდონეცკის 70 %-ს აკონტროლებენ

ლუჰანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი ჰაიდაი აცხადებს, რომ რუსეთის არმია ქალაქ სევეროდონეცკის 70 %-ს აკონტროლებს.

სევეროდონეცკი ლუჰანსკის ობლასტში უკრაინული წინააღმდეგობის ერთ-ერთ ბოლო პუნქტად რჩება.

ჰაიდაის განცხადებით, ქარხანა აზოტის ტერიტორიას დაახლოებით 500-მდე სევეროდონეცკელი აფარებს თავს. მათ შორის 40 ბავშვია.

რუსების მიერ გამუდმებული დაბომბვის ფონზე მშვიდობიანების მასობრივი ევაკუაცია ვერ ხერხდება, ამბობს ლუჰანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

13 ივნისს უკრაინის გენშტაბმა განაცხადა, რომ უკრაინულ ძალებს სევეროდონეცკის ცენტრის დატოვება მოუწიათ.

ქალაქში პოზიციური ბრძოლები გრძელდება.

მსგავსი სიახლეები