ჰაიტის პრეზიდენტი საკუთარ რეზიდენციაში მოკლეს
უცნობი თავდამსხმელების ჯგუფმა ჰაიტის პრეზიდენტი იოვენელ მოიზი ღამით საკუთარ რეზიდენციაში მოკლა.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ კლოდ ჯოზეფის განცხადებაშია ნათქვამი.
“ოთხშაბათს, 7 ივლისს, უცნობი ადამიანების ჯგუფმა, მათ შორის, ესპანურად მოსაუბრეებმა, პრეზიდენტი სასიკვდილოდ დაჭრეს. რამდენიმე ტყვია მოხვდა ქვეყნის პირველ ლედის, რომელიც ჰოსპიტალიზირებულია.”
პრემიერ-მინისტრმა თავდასხმას “არაჰუმანური და ბარბაროსული აქტი” უწოდა.