ჰაიტის პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს
ჰაიტის გენერალურმა პროკურორმა ყოფილი პრეზიდენტის, იოვენელ მოიზეს გარდაცვალების საქმეზე პრემიერ-მინისტრ არიელ ანრის ბრალი წაუყენა. პროკურატურამ მისთვის ქვეყნის დატოვების აკრძალვა მოითხოვა.
"ანრის გასამართლებისთვის საკმარისი მტკიცებულებები არსებობს," - განაცხადა პროკურორმა ბედ-ფორდ კლოდმა.
მისი თქმით, ღამის 4:03-დან 4:20-მდე პრემიერი სხვადასხვა ზარებს ახორციელებდა და მკვლელობის ადგილთან ახლოს იმყოფებოდა.
პრეზიდენტ მოიზეს და პირველ ლედის თავს მის რეზიდენციაში დაესხნენ. პირველი ლედი მარტინ მოიზე მძიმედ დაშავდა, თუმცა, გადარჩა და მაიამის საავადმყოფოდან სამშობლოში დაბრუნდა.
პრეზიდენტის მკვლელობის საქმეზე 40 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ამერიკის მოქალაქეები.
აგვისტოში ჰაიტიზე 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რამაც 2000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.