იამაიკაში ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

 

იამაიკელმა სამართალდამცავებმა ჰაიტელი ყოფილი სენატორი დააკავეს, რომელიც ჰაიტის პრეზიდენტის, იოვენელ მოიზეს მკვლელობაში იყო ჩართული.

ჰაიტის პოლიცია აცხადებს, რომ ჯონ ჯოელ ჯოზეფი დაპატიმრებულია. მათი განცხადებით, ყოფილი სენატორის გარდა, მკვლელობის თანამონაწილე კიდევ რამდენიმე პირია დაკავებული.

ჯოზეფი მოკლული პრეზიდენტის ოპოზიციაში იყო.

2021 წლის 7 ივლის, იამაიკის პრეზიდენტი მოიზე საკუთარ სახლში მოკლეს.

ჰაიტის ხელისუფლებამ პრეზიდენტის მკვლელობაში ჩართული 40-ზე მეტი ადამიანი უკვე დააკავა, მათ შორის 18 კოლუმბიელი სამხედრო და პრეზიდენტის დაცვის ყოფილი უფროსი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები