ჰამასის დელეგაცია მოსკოვს ეწვია

მოსკოვს სპეციალური ვიზიტით ეწვია ჰამასის დელეგაცია. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

რუსული წყაროების ცნობით, ჰამასის დელეგაციას ორგანიზაციის პოლიტსაბჭოს წევრი, მუსაბ აბუ-მარზუქი ხელმძღვანელობს. 

"შემიძლია გითხრათ და დაგიდასტუროთ, რომ შესაბამისი პალესტინური მოძრაობის წარმომადგენლები ვიზიტით მოსკოვში იმყოფებიან",- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ. 

МИД-ის წარმომადგენელი განმარტავს, რომ რუსეთი არ აღიარებს ჰამასს ტერორისტულ ორგანიზაციად და ქვეყანაში არ იკრძალება ჰამასის საქმიანობა. 

კონტექსტი 

ჰამასის პოლიტბიუროს წარმომადგენელმა გაეროში დაფიქსირებული პრინციპული პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა რუსეთს და ჩინეთს - პეკინმა და მოსკოვმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ინიცირებულ რეზოლუციას დაადეს ვეტო. 

ისრაელის ჰამასის თავდასხმას ვლადიმირ პუტინი რამდენიმე დღიანი დაგვიანების შემდეგ გამოეხმაურა და უარი თქვა ტერორისტული აქტის დაგმობაზე. 

რუსეთი ინარჩუნებს კავშირებს ჰამასთან, ორგანიზაციის პოლიტბიუროს წარმომადგენლები პერიოდულად ჩადიან მოსკოვში და საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებთან მართავენ შეხვედრებს.

მსგავსი სიახლეები