ჰამასის ტყვეობაში მყოფი შანი ლუკის ოჯახს აცნობეს, რომ ის გარდაიცვალა

22 წლის შანი ლუკის ოჯახს, რომელიც 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის დროს ღაზას სექტორში გაიტაცეს, მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ამის შესახებ The Times of Israel წერს.

"სამწუხაროდ, გუშინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჩემი ქალიშვილი ცოცხალი აღარ არის," - განუცხადა ლუკის დედამ გერმანულ გამოცემა RTL-ს.

რიკარდა ლუკიმ მისი ქალიშვილი ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებში იცნო, როდესაც ჰამასის წევრებმა მუსიკალური ფესტივალიდან ადამიანები გაიტაცეს.

ვიდეოებზე ნაჩვენები იყო ნახევრად შიშველი ქალი, რომელიც ერთი შეხედვით უგონო მდგომარეობაში იწვა ღაზაში, შეიარაღებული მამაკაცებით სავსე პიკაპის უკანა მხარეს.

მიუხედავად იმისა, რომ ლუკის გარდაცვალება გამოცხადდა, მისი ცხედარი ისევ ღაზაშია.

მსგავსი სიახლეები