ჰამასის ყოფილი მინისტრი: გიჟებმა სინვარის ხელმძღვანელობით, ღაზა დაანგრიეს

ისრაელის უსაფრთხოების სააგენტო შინ ბეთი ჰამასის კომუნიკაციების ყოფილი მინისტრის, იუსეფ ალ-მანსის დაკითხვის კადრებს აქვეყნებს, სადაც ის მკაცრად აკრიტიკებს ტერორისტულ დაჯგუფებას.

"ეს არის გიჟების ჯგუფი, რომელსაც [იაჰია] სინვარი ხელმძღვანელობს. მათ გაანადგურეს ღაზას სექტორი. დააბრუნეს 200 წლით უკან," - განაცხადა ალ-მანსიმ თარგმნილ ნაწყვეტებში, რომელიც შინ ბეთმა გაავრცელა.

სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ 14-წუთიან ვიდეოში ალ-მანსი ამბობს: "ღაზას სექტორში მცხოვრები ხალხი ამბობს, რომ სინვარმა და მისმა ჯგუფმა დაგვანგრეს. ჩვენ უნდა მოვიშოროთ ისინი."

"მე არ მინახავს ვინმე ღაზას სექტორში, ვინც მხარს უჭერს სინვარს, არავის მოსწონს სინვარი. არიან ადამიანები, რომლებიც დღედაღამ ლოცულობენ, რომ ღმერთმა გაგვათავისუფლოს მისგან," - აღნიშნა მან.

ალ-მანსის თქმით, სინვარი მეგალომანია და "თვლის, რომ ყველა სხვაზე მაღლა დგას. მოქმედებს მხოლოდ ისე, როგორც ფიქრობს, ის გადაწყვეტილებებს სხვებთან კონსულტაციის გარეშე იღებს."

ჰამასის ყოფილი მინისტრმა დასძინა, რომ 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდახმა ისლამს ეწინააღმდეგება.

"ეს არის ერესი, სიგიჟე. რაც მათ გააკეთეს მიუღებელია ლოგიკის, რელიგიის ან ინტელექტის მიხედვით. ისინი, ვინც ამაზე პასუხისმგებელნი არიან, არიან სინვარი და მისი ჯგუფი," - თქვა მან.

სააგენტო არ ავრცელებს დამატებით ინფორმაციას, თუ როდის დააკავეს ალ-მანსი.

მსგავსი სიახლეები