ჰელსინკში პრაიდის მსვლელობაში 100,000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა

პრაიდის კვირეულის ფარგლებში, 2 ივლისს გამართულ ღონისძიებებში, ფინეთის დედაქალაქში დაახლოებით 100 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, როგორც ამას ჰელსინკის პოლიციის უფროსი იტყობინება. 

მისი თქმით, მარშის მსვლელობის დროს, პოლიციას რაიმე ტიპის კანონდარღვევა ან თავდასხმა არ შეუნიშნავს და ყველაფერმა მშვიდობიან გარემოში ჩაიარა. 

ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო ჰელსინკის მერმა და მისმა მოადგილემ, რომლებიც ახლად არჩეული პრემიერ-მინსიტრის, პიტერი ორპოს პარტიის წევრები არიან.

გასულ წელს, პრემიერის პარტია, პრაიდის საორგანიზაციო ჯგუფმა პარტნიორების სიიდან ამოიღო, რის მიზეზადაც ტრანსგენდერების შესახებ კანონზე მხარდაჭერის ნაკლებობაა დასახელდა. 

2011 წელს, ჰელსინკში გამართულ პრაიდის მარშზე, რამდენიმე პირმა მონაწილეებზე ფიზიკური თავდასხმის განხორციელება სცადა, რა დროსაც თხევადი აირიც გამოიყენეს. 

მსგავსი სიახლეები