ჰეზბოლამ რუსეთის მხარდამჭერი მარში გამართა
ლიბანის დედაქალაქში ჰეზბოლას წევრებმა და მხარდამჭერება რუსეთის მხარდამჭერი აქცია გამართეს, სადაც დემონსნტრანტებს პუტინის პლაკატებთან ერთად, Z-ის აღმნიშვნელი პოსტერები ჰქონდათ, რაც მიმდინარე ომში რუსეთის მხარდამჭერ სიმბოლოთ ითვლება.
მიუხედავად იმისა, რომ ლიბანის ხელისუფლებამ დაგმო რუსეთის მიერ წამოწყებული ომი და უკრაინაზე განხორციელებული აგრესია, ჰეზბოლა განსხვავებულ პოზიციას იკავებს, რაც ბაშარ-ალ-ასადთან მათი მჭიდრო კავშირით არის გამოწვეული.
თავის მხრივ, ბაშარ-ალ-ასადს ზურგს ვლადიმერ პუტინი უმაგრებს, რაც სირიაში მიმდინარე კონფლიქტის დროს, რუსეთის აქტიური სამხედრო მოქემდებებითაც გამოიხატა.