ჰოლანდიური პრესა: ნიდერლანდები უკრაინას ჰაუბიცებს გადასცემს

ნიდერლანდების მთავრობა უკრაინას შეზღუდული რაოდენობის ჰაუბიცებს გადასცემს, წერს სააგენტო APN ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრზე დაყრდნობით.

წყაროს თანახმად, იმ მოდიფიკაციის ჰაუბიცები, რომლებსაც უკრაინულ მხარეს მიაწვდიან, ნიდერლანდების შეიარაღებაში მყოფი „ყველაზე ძლიერი“ საარტილერიო დანადგარებია.

სამხედრო აღჭურვილობას ნიდერლანდები კიევს გერმანიასთან თანამშრომლობით გადასცემს, წერს სააგენტო.

20 აპრილს სააგენტო Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიდერლანდები უკრაინისთვის გერმანული წარმოების Panzerhaubitze 2000-ის მიწოდებას აპირებდა.

ბერლინი აცხადებს, რომ უკრაინას მძიმე შეიარაღებას ვერ მიაწვდის, თუმცა იარაღის კერძო მწარმოებლებს და დასავლელ პარტნიორ ქვეყნებს კიევისთვის გერმანული წარმოების იარაღის გადაცემის ნებართვას მისცემს.

მსგავსი სიახლეები