ჰონდურასის ყოფილი პრეზიდენტი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს
ჰონდურასის ყოფილი პრეზიდენტი ხუან ორლანდო ჰერნანდესი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.
ტეგუსიგალპას პოლიციამ ყოფილი პრეზიდენტი ამერიკის ხელისუფლების მიერ მისი ექსტრადიციის მოთხოვნის შემდეგ დააპატირმა.
სამართალდამცავებმა ის სახლიდან ბორკილებით გამოიყვანეს.
ჰერნანდესი ჰონდურასს 2014 წლიდან 2022 წლის იანვრამდე მართავდა. ექს-პრეზიდენტი ყველა ბრალდებას უარყოფს.
მას ნარკოვაჭრობის ქსელში ჩართულობა ედება ბრალად, რომელსაც მისი უმცროსი ძმა, ტონი ჰერნანდესი ხელმძღვანელობდა.
ტონი ჰერნანდესს ამერიკაში სამუდამო პატიმრობა უკვე მიესაჯა.
პროკურორების თქმით, ტონიმ ჰერნანდესს ცნობილმა ნარკომოვაჭრემ, ელ ჩაპომ მილიონი დოლარი პირადად გადასცა. აღნიშნული თანხა ჰონდურასის ექს-პრეზიდენტისთვის განკუთვნილი ქრთამი იყო.
ჰონდურასს ამერიკაში ნარკოტიკების შესატანად სატრანზიტო ფუნქცია აქვს.